კომპანია  ”კანაპე” დაარსდა 2004 წლის სექტემბერში. თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, გაიხსნა კაფე ”კანაპე”, რომელმაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების მაღალი დონის მეშვეობით ძალიან მალე გაითქვა სახელი.

2006 წლის ოქტომბერში ამავე სახელწოდების კაფე გაიხსნა თბილისის სხვა პრესტიჟულ უბანშიც, საბურთალოზე, ალ. ყაზბეგის გამზირის № 7-ში.

2009 წლის სექტემბერში, აღმაშენებლის №112–ში გაიხსნა კაფე "კანაპე".

კაფეებში შემოთავაზებულმა მაღალი ხარისხის პროდუქციამ, რომელიც მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან, მიიზიდა არა მარტო თბილისის საშუალო და მაღალი ფენის საზოგადოება, არამედ ისეთი დიდი კომპანიებიც, როგორიცაა, მაგალითად, ბანკი რესპუბლიკა - ”სოსიეტე ჟენერალი”.

2007 წლის სექტემბერში ამ ბანკთან დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სათაო ოფისში ხუთასი თანამშრომლის ყოველდღიურ კვებას ბანკის შენობის მეშვიდე სართულზე მდებარე კაფეში. ამ პროექტს კომპანია ”კანაპე” ახორციელებს დიდი წარმატებით.

გარდა ხარისხიანი საკვები პროდუქციისა, კომპანია ”კანაპე” მომხმარებელს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის გამორჩეულ აქსესუარებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან: ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან.     

აქსესუარების შეძენა შეიძლება კაფეებში არსებული სტენდების საშუალებით.  აქ წარმოდგენილია სხვადასხვა სამარკო ნიშანი: ”სატელაიტი”, ”ევიტა პერონი”, ”ბიურგარდი”, ”ბატლერი და ვილსონი” და სხვა.

აქსესუარებზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. ამიტომ, კომპანია 2008 წელს თბილისის პრესტიჟულ უბანში კაფეებისგან დამოუკიდებელი მაღალი დონის მაღაზიის გახსნას გეგმავს.

დღესდღეობით კომპანია ”კანაპე” ფართოვდება და ვითარდება. აქ დასაქმებულია ორმოცამდე ადამიანი. იგი, ასევე, თანამშრომლობს ორმოცდაათამდე მსხვილ ფირმასთან.

კომპანია ”კანაპე”-ს კრედოა, გამოკვებოს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქციით, დახვეწილი აქსესუარებით გაულამაზოს მათ ცხოვრება.